Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2022

 

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესის ადმინისტრირებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა, 2022 წლის 3-დან 11 სექტემბრამდე, თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად უმასპინძლა საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ბიზნესის ადმინისტრირებაში, რომელიც, უკვე მე-7 წელია, სისტემატიურად ტარდება კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ.
სასიხარულოა, რომ პანდემიის გამო, დისტანციურად ჩატარებული ორი სკოლის შემდეგ, წელს ოთხი გერმანელი სტუდენტი და სამი გერმანელი პროფესორი თბილისში ჩამოვიდნენ.
 

სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ა.წ. 5 სექტემბერს, თსუ-ის პირველი კორპუსში და დაიხურა 9 სექტემბერს ბიზნესია და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. თსუ-ის მხრიდან გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სახელით გერმანელ და ქართველ სტუდენტებს მიესალმენ პროფესორები მაგდალენა შტიულბი და გაბრიელა ვოლფი.
 

წლევანდელი სკოლის თემა იყო: „ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობრივ სამყაროში“ (Ethical Decision Making in a disruptive World). მეცადინეობები ჩატარდა როგორც თსუ-ში ისე ბტუ-ში. მონაწილეობნენ როგორც თსუ-ის, ისე ბტუ-ის სტუდენტები. ტრადიციულად, მეცადინეობებს ჰქონდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სახე. ამ მიზნით სკოლის მუშაობაში ჩართული იყო რამდენიმე ქართული ბიზნეს კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია.
 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აღნიშნული სკოლა პირველად ბაქოში ჩატარდა. 2017 და 2018 წლებში მას უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, მაშინ მრავლად გვესტუმრენ გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. 2019 წელს შეკრების ადგილი კვლავ აზერბაიჯანის დედაქალაქი იყო, სადაც ასევე ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ხოლო 2020 და 2021 წლებში გლობალური პანდემიის გამო, საზაფხულო სკოლა დისტანციურად, ინტერნეტ სივრცეში გაიმართა, სადაც საქართველოდან თსუ-ს სტუდენტების გარდა, ბტუ-ს სტუდენტებიც შემოუერთდნენ. სამწუხაროდ, წელს აზებაიჯანულმა მხარემ ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა და სკოლის მუშაობაში მონაწილეობა.
 

დღიდან დაარსებისა, საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანელი პროფესორი მაგდალენა შტულბი. ხოლო კოორდინატორი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი.